მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს
სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს

სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილებისა და მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი ვითარება შიდა დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

„ეს არის 'აურზაური სალხინეთში', ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს. როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. ეს არის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობისა და დაპირისპირების. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ — ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია და არც ახსნა-განმარტება“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, რეჟიმი პარანოიული გახდა, სადაც არავის არავისი ნდობა არ გააჩნია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომ შესაძლოა კორუფციის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდნენ. მან ასევე დასძინა, რომ კორუფციის თემები ძირითადად სწორედ ხელისუფლებიდან მოდის და აღნიშნული პროცესები რეჟიმის დასასრულის ბოლო ეპიზოდია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ პირს რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდა

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ პირს რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდა

ფორმულა

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

ფორმულა

კიევის გაფრთხილებით რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის

კიევის გაფრთხილებით რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის

ფორმულა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ფორმულა