მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: მოსკოვის ოლქში განადგურდა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები, ნავთობსაცავი
ზელენსკი: მოსკოვის ოლქში განადგურდა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები, ნავთობსაცავი

ზელენსკი: მოსკოვის ოლქში განადგურდა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები, ნავთობსაცავი

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მოსკოვის ოლქზე მიტანილ იერიშზე. ზელენსკის თქმით, დრონებით იერიშის დროს გაანადგურეს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები და ნავთობის საცავი.

"მადლობას ვუხდი უპილოტო სისტემების ძალების სამხედროებს, სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს, სარაკეტო ჯარებსა და არტილერიას, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებს. სამიზნეები ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა. შავ ზღვაში ასევე დაზიანდა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი და ოთხი სატვირთო გემი.

ჩვენ ვპასუხობთ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებულ თითოეულ დარტყმას. ეს ომი უნდა დასრულდეს და ამის მიღწევა მხოლოდ მისი ერთადერთი მიზეზის - რუსეთის - მიმართ ზეწოლის გაძლიერებით არის შესაძლებელი", - თქვა ზელენსკიმ.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სააგენტო: 21 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა

სააგენტო: 21 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა

ფორმულა

სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს

ფორმულა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

ფორმულა

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ჭიღლაძეს ბრალდება წარედგინა

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ჭიღლაძეს ბრალდება წარედგინა

ფორმულა