მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს

ფორმულა|formulanews.ge

სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა - მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით, - ნათქვამია სასტუმრო "აგარანის მამული" განცხადებაში, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „აგარანის მამულის“ სახელით გვსურს, 18 ივლისს მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

ვაცნობიერებთ აღნიშნული ინციდენტით საზოგადოებაში გამოწვეულ ძლიერ ემოციებს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეალობის მიმართ სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და უცვლელია. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების უპატივცემულობა.

18 ივლისს სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი, დათმობილი ჰქონდა საქორწინო ღონისძიებას. აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაახლოებით 20:16 საათზე საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.

ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას.

20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში. ისინი 20:26 საათამდე იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

სტუმრებთან კომუნიკაციის შემდეგ, დაახლოებით 20:28 საათზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას, რათა მხარეებს შორის ვიზუალური ან სხვა კონტაქტი აღკვეთილიყო.

20:30-დან 20:37 საათამდე სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება. ამავე პერიოდში სასტუმრო დაუკავშირდა აღნიშნული სტუმრების თანმხლებ გიდს, აცნობა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ და სთხოვა სასტუმროში მისვლა. განიხილებოდა სტუმრების სასტუმროდან სხვა სასტუმროში გადაყვანა.

20:39 საათზე სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების გამოძახების შესახებ - განხორციელდა ზარი 112-ში. შესაბამისად, პოლიცია სასტუმროს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახა.

20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო.

ფიზიკური ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

20:55 საათზე სასტუმროში მოვიდა სტუმრების თანმხლები გიდი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

21:09 საათზე სასტუმროში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა. პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მხარეებს შორის კონტაქტის აღკვეთასა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი მეხუთე წერილს ავრცელებსBM.GE
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიასიმედი
  • საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსული გემის დაკავების გამო ნორვეგიის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ფორმულა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

ფორმულა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა