მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. იტალიაში $286 მლნ-ის კოკაინი ამოიღეს — ნარკოტიკი ბანანის ყუთებში იყო დამალული
იტალიაში $286 მლნ-ის კოკაინი ამოიღეს — ნარკოტიკი ბანანის ყუთებში იყო დამალული

იტალიაში $286 მლნ-ის კოკაინი ამოიღეს — ნარკოტიკი ბანანის ყუთებში იყო დამალული

ფორმულა|formulanews.ge

იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ერთ-ერთ პორტში მსხვილი ნარკოოპერაცია ჩაატარეს. პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სუფთა კოკაინი, რომლის სარეალიზაციო ფასი „შავ ბაზარზე“ 250 მილიონ ევროს (დაახლოებით 286 მილიონ აშშ დოლარს) აჭარბებს.

სამართალდამცავთა განმარტებით, სამართალდამრღვევებს დაახლოებით 770 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება ვადო ლიგურეს ნავსადგურში, ეკვადორიდან იმპორტირებულ მაცივარ-კონტეინერში ჰქონდათ გადანახული. კოკაინის შეკვრები ბანანის პალეტებში იყო გადანაწილებული.

ვადო ლიგურეს პორტში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არალეგალური ტვირთის გადაზიდვის მცდელობა ადრეც დაფიქსირდა. გამომძიებელთა შეფასებით, ვინაიდან ეს ნავსადგური ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად ყალიბდება, მასზე საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების ინტერესიც სულ უფრო იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე თვეში განხორციელებული ერთადერთი მსხვილი ოპერაცია არ არის — რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ იმავე ლოკაციაზე 120 მილიონი ევროს (137 მილიონი დოლარის) ღირებულების, 340 კილოგრამამდე კოკაინი უკვე აღმოაჩინა.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკარაგუის პრეზიდენტი: ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტი: ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ფორმულა

ცხინვალი: ბრიუსელი სირიაზე ზეწოლას ცდილობ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისთვის

ცხინვალი: ბრიუსელი სირიაზე ზეწოლას ცდილობ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისთვის

ფორმულა

საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში 91 პოლიტპატიმარია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში 91 პოლიტპატიმარია

ფორმულა