
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
ფორმულა|formulanews.ge
საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა რუსმა აქტივისტმა, დენის კულანინმა, საქართველო დატოვა.
კულანინი რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა.
დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge