მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია
კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, ომის დასრულების მიზნით დონბასის რუსეთისთვის გადაცემას არ დათანხმებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ბუდანოვთან ჩატარებულ ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუდანოვის განცხადებით, ტერიტორიის დათმობით მოსკოვი ისეთ ჯილდოს მიიღებდა, რომლის მოპოვებაც მისმა არმიამ ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მოლაპარაკებები შესაძლოა სექტემბრის ბოლოსთვის განახლდეს, ცეცხლის შეწყვეტის რეალური პირობების შექმნა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთი უკრაინის გატეხვას ზამთრის მორიგი სტრატეგიული დაბომბვებით შეეცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. კარნეგის ცენტრის შეფასებით, ბუდანოვი სათავეში უდგას ფრაქციას, რომელიც კონფლიქტის გონივრულ მოგვარებას უჭერს მხარს, ხოლო ლიდერთა მეორე ნაწილი ყოველგვარი დათმობის წინააღმდეგია. ამასთან, ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ადრე თუ გვიან კონკრეტულ შედეგამდე მივა, რადგან „მარადიული ბრძოლა შეუძლებელია“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

ფორმულა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ფორმულა

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

ფორმულა