მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექცია, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში ფუნქციონირებს, ელოდება, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები სამართლებრივ შეფასებას მისცემენ რუს ტურისტ ქალთან დაკავშირებით თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს.

ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედია TASS-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.

"საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სიტუაციას, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქის აგრესიულ ქმედებებს რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომლის ვიდეოც მედიაში გავრცელდა", - განაცხადეს რუსეთის ინტერესთა სექციაში.

ამასთან, რუსეთის ინტერესთა სექციაში განაცხადეს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, რადგან დაზარალებულ ქალს რუსეთის ინტერესთა სექციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

დაზარალებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მისივე თქმით, მას ასევე აქვს თურქეთის მოქალაქეობა.

ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, რუსმა ტურისტებმა სასტუმროს აივნიდან ქორწილის სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს მუსიკალურ აპარატურას. ამის შემდეგ, ბრალდების ვერსიით, გიორგი ჭიღლაძემ ერთ-ერთ ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. თავის მხრივ, თავად გიორგი ჭიღლაძეც აცხადებს, რომ ყელის არეში დაზიანება მიიღო.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვაიმედი
  • მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიატვ პირველი
  • ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბარუსთავი 2
  • ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მომხდარ წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
მომხდარი →

მსგავსი სტატიები

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

ფორმულა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ფორმულა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ფორმულა

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა