მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს "მოღალატეების" კანონით უფლებებს შეუზღუდავს
რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს "მოღალატეების" კანონით უფლებებს შეუზღუდავს

რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს "მოღალატეების" კანონით უფლებებს შეუზღუდავს

ფორმულა|formulanews.ge

ოთხშაბათს დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლითაც უყინავს საბანკო ანგარიშებს, ართმევს ქონებას და ბლოკავს საკონსულო მომსახურებას საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც, მათი შეფასებით, ქვეყნიდან სასჯელის შიშით გაიქცა. კანონი ეხება მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ემუქრებათ. იურისტების თქმით, ეს კანონი „მოქალაქეობის დე ფაქტო დაკარგვას“ ნიშნავს.

„ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ვინც ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დუმას სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრამდე.

„ექსტრემისტებზე, ჩვენი სამშობლოს მოღალატეებზე. მათზე, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად. ვინც ამართლებს ნაციზმს და შეურაცხყოფს ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, და ამავდროულად, სასჯელს სხვა სახელმწიფოებში ემალება“.

კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსები, რომლებიც თავს არიდებენ სისხლისსამართლებრივ დევნას სამშობლოში, რუსეთის შიგნით მკაცრი შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდებიან - ჩამოერთმევათ საერთაშორისო პასპორტის აღების ან სანოტარო დოკუმენტების გაფორმების უფლება.

დუმას ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, კანონი ასევე ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებიც უკვე ადმინისტრაციული სანქციების ქვეშ არიან რუსეთის უცხოური აგენტების კანონის დარღვევისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებისთვის, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის ან ისეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც რუსეთმა არასასურველად გამოაცხადა და ა.შ.

კანონი ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე.

2022 წლის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირაში, სახელმწიფო დუმამ რამდენიმე დღის ინტერვალით ორი კანონი მიიღო. პირველი კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივ დანაშაულად აქცია შეიარაღებული ძალების შესახებ სახელმწიფოს მიერ „შეგნებულად ცრუ ინფორმაციად“ მიჩნეული ცნობების გავრცელება, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეორემ კი არმიის „დისკრედიტაცია“ სისხლისსამართლებრივ დანაშაულად გამოაცხადა, სადაც ჯარიმები პირველივე ჯერზე დამრღვევთათვის ხუთ წლამდე იზრდება.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა პარალელურად მედიასაშუალებებს უბრძანა, შეეწყვიტათ სიტყვების „ომი“, „შეჭრა“ ან „თავდასხმა“ გამოყენება.

შეფასებების თანახმად, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველ წელს ქვეყნიდან წასული რუსების რაოდენობა 500,000-დან 1 მილიონზე მეტს შეადგენს.

Euronews-ის თანახმად, OVD-Info-ზე დაყრდნობით, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, სულ მცირე 692 ადამიანის მიმართ დაიწყო დევნა მხოლოდ „ცრუ ინფორმაციისა“ და „დისკრედიტაციის“ კანონების საფუძველზე. მთლიანობაში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ მცირე 1,299 პირს ემუქრებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა ომის წინააღმდეგობის გამო, რომელთაგან 373 კვლავ პატიმრობაში რჩება.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

ფორმულა

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ფორმულა

კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

ფორმულა

კობახიძე ვახო სანაიას "პარტიულ აქტივისტს" უწოდებს და "პოლიტიკურ დაკვეთაზე" საუბრობს

კობახიძე ვახო სანაიას "პარტიულ აქტივისტს" უწოდებს და "პოლიტიკურ დაკვეთაზე" საუბრობს

ფორმულა