მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილი - Netgazeti
ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილი - Netgazeti

ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი28 აგვისტო, 2026, 01:50|netgazeti.ge

მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი. ისინი 2024 წელს დააკავეს რუსული კანონის აქციების დროს.

2024 წელს, დაკავების დროს დანიელ მუმლაძე 22 წლის იყო, გურამ ხუტაშვილი კი 25-ის. დაკავებამდე არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა.

დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს ბრალი წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც ისინი ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის დღეს სამსახურიდან, რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე ორი, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებას და დახმარება სთხოვეს. ნიღბიან უცნობებს თან ჰქონდათ კიბე, რომლის გამოყენებითაც სიმაღლეზე ასვლას აპირებდნენ. მუმლაძე და ხუტაშვილი დათანხმდნენ დახმარებას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმ ორი ნიღბიანი პირის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

მათი წარდგენილი ბრალი აღიარებული ჰქონდათ, თუმცა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა. მუმლაძის ოჯახი ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით პერიოდულად მიმართავდა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედიაBM.GE
  • Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფაიმედი
  • „ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
რუსული →დაკავებული →ყაველაშვილი →

მსგავსი სტატიები

ყაველაშვილმა საბა ჯიქია შეიწყალა

ყაველაშვილმა საბა ჯიქია შეიწყალა

ნეტგაზეთი

ყაველაშვილმა შეიწყალა სინდისის პატიმარი დავით ხომერიკი

ყაველაშვილმა შეიწყალა სინდისის პატიმარი დავით ხომერიკი

ნეტგაზეთი

როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომას

როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომას

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი