მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში დადასტურდა, რომ იგი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში, რომელთა მფარველობის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილმა 2021-2022 წლებში, ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით, ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლების გათეთრების მიზნით, ანდრია ლილუაშვილი თანხებს საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა, აბანდებდა კომპანიებში და ყიდულობდა ქონებას საქართველოოოსა და საზღვარგარეთ.

განაჩენის შესაბამისად, ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით შეძენილი 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 უძრავი ქონება, 17 ავტომობილი, 125 დასახელების ძვირფასეულობა თუ ნახატი და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეუფარდაBM.GE
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • დაურ ბუავას საქმეზე ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდესტვ პირველი
პატიმრობა →ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

ფორმულა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ფორმულა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ფორმულა

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა