
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.
ელიზბარაშვილი დაზარალებულს და იქ მყოფ ადამიანებს დაემუქრა, დატოვა ტერიტორია და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა.
საქმეში არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც პროკურატურა იარაღის უკანონო ტარების სავარაუდო დანაშაულსაც იძიებს .
ვრცლად მაკუნა აბულაძის სიუჟეტში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge