მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო
უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო

უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო

ფორმულა|formulanews.ge

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნების, Sea Breeze 2026-ის პირობებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ქვედანაყოფი ოფიციალურად ჩაერთო NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემაში, რომელიც ზღვაზე ნაღმების საფრთხის აღმოფხვრაზეა ფოკუსირებული.

Sea Breeze 2026, უკრაინისა და აშშ-ის მეთაურობით, მიზნად ისახავს უკრაინული და საერთაშორისო ძალების მომზადებას შავ და აზოვის ზღვებში ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების ჩასატარებლად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა წარმატებით გაიარა NATO-ს სტანდარტების შესაბამისი შეფასება და უკრაინამ ალიანსის ძალების მეთაურობის შესაძლებლობა მოიპოვა.

„თანამედროვე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად, ქვედანაყოფი ოფიციალურად ინტეგრირდა NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემაში ზღვაზე ნაღმების საფრთხის აღმოსაფხვრელად. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკრაინას აქვს ალიანსის მიერ დადასტურებული შესაძლებლობა უხელმძღვანელოს და გააკონტროლოს მრავალეროვნული ძალები, ითანამშრომლოს NATO-ს მუდმივმოქმედ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფთან და შეასრულოს ნაღმსაწინააღმდეგო მისიების სრული სპექტრი ზღვაზე“, - აღნიშნეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 256 სტატია.

  • ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთანBM.GE
  • უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“იმედი
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ფორმულა

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფორმულა

პროკურორის განცხადებით ლილუაშვილის მეუღლეს დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობები არ გააჩნია

პროკურორის განცხადებით ლილუაშვილის მეუღლეს დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობები არ გააჩნია

ფორმულა