მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები

რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც დედაქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. თავდაპირველად ხელისუფლებას დაშავებულებისა თუ სამიზნეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებია, თუმცა მოგვიანებით სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დარტყმის სამიზნე იარაღის გამოფენა იყო. First Contact-ის დამფუძნებელმა ვალერი ბოროვიკმა განაცხადა, რომ იერიში კონკრეტული ღონისძიების წინააღმდეგ იყო მიმართული და დაადასტურა, რომ არიან დაღუპულები.

უკრაინის იარაღის მწარმოებელთა საბჭოს ცნობით, დარტყმა თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლების განთავსების ობიექტზე განხორციელდა, რომლის ადგილმდებარეობაც საჯაროდ გახმაურებული არ ყოფილა. რამდენიმე წყაროს ცნობით, იერიში იმ საწვრთნელ ბაზას მიადგა, სადაც უპილოტო საფრენი სისტემების „არმადას“ გამოფენა იმართებოდა, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ინციდენტისას არ დაშავებულან.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევის რეგიონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მან აღნიშნა, რომ ამ გარემოებებისა და ადამიანების მდგომარეობის შესახებ გამოძიება გრძელდება. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა პარასკევს დილით სლავიანსკზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზეც. დონეცკის რეგიონული პროკურატურისა და დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, სლავიანსკზე მიყენებული იერიშის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ათი დაშავდა, ასევე დაზიანდა კერძო სახლები და ლატვიის საპატიო საკონსულოს შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 24 ივლისის ღამეს დარტყმები განხორციელდა ოდესის, იზმაილისა და ნიკოლაევის პორტებზე, სადაც, მათი მტკიცებით, სამხედრო ტვირთის გადამზიდი გემი დაბომბეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდარუსთავი 2
  • უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“იმედი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ფორმულა

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფორმულა