მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდო
რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდო

რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდო

ფორმულა|formulanews.ge

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისი თქმით, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში მსგავსი მესამე შემთხვევაა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით 10:13 საათზე, სულინა–კილიის რაიონში მოხდა, სადაც F-16 ტიპის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო.

ნიკუშორ დანმა მადლობა გადაუხადა სამხედრო მფრინავებსა და სახმელეთო პერსონალს პროფესიონალიზმისა და ეფექტიანი მოქმედებისთვის.

მისივე თქმით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პარასკევს ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპს მიეკუთვნებოდა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, შაბათსა და კვირას ჩამოგდებულ დრონებთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მისი თქმით, სწორედ ამ გამოძიების შედეგებზე იქნება დაფუძნებული რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის მიმართ.

„მიუღებელი და აუტანელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ამავდროულად ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. ასეთ ქმედებებს ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მთელი სერიოზულობით ვეკიდებით“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარსიმედი
  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნება

საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნება

ფორმულა

უკრაინულ არხებში გავრცელებული კადრებით რუსეთის საკურორტო ზონაში აფეთქება დაფიქსირდა

უკრაინულ არხებში გავრცელებული კადრებით რუსეთის საკურორტო ზონაში აფეთქება დაფიქსირდა

ფორმულა

ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდა

ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდა

ფორმულა

თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავს

თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავს

ფორმულა