მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ირანი უკრაინას საპასუხო მოქმედებებით ემუქრება კასპიის ზღვაში გემზე თავდასხმის შემდეგ
ირანი უკრაინას საპასუხო მოქმედებებით ემუქრება კასპიის ზღვაში გემზე თავდასხმის შემდეგ

ირანი უკრაინას საპასუხო მოქმედებებით ემუქრება კასპიის ზღვაში გემზე თავდასხმის შემდეგ

ფორმულა|formulanews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, „უპასუხოდ არ დარჩება“.

არაღჩის თქმით, თავდასხმა გაეროს წესდების დარღვევაა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ასევე ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ცდილობს, „ევროპა საკუთარ ომში ჩაითრიოს“. მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც ისაუბრა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა 26 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც კომერციული გემი აფეთქდა. უკრაინამ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდსა და იმ გემებს დაარტყა, რომლებიც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა. თეირანი კი ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არასდროს ჩარეულა.

უკრაინას მუქარა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ებრაჰიმ აზიზიმაც გაუგზავნა. მისი თქმით, „ირანზე ნებისმიერი თავდასხმა ფასის გადახდას მოითხოვს“ და „უკრაინაც მალე მიხვდება, რომ ირანი მსგავს ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს“.

თავდასხმის შემდეგ ირანმა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და მომხდარი „მტრულ და დანაშაულებრივ ქმედებად“ შეაფასა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში შორი მოქმედების დარტყმებით „ძალიან ძლიერ შედეგებს“ მიაღწია. მისი თქმით, განადგურდა რუსეთის სამხედრო ხომალდი და სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადამზიდავი გემები, რომლებიც ირანთან იყო დაკავშირებული.

ზელენსკიმ ასევე რუსეთი დაადანაშაულა ირანისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაში და განაცხადა, რომ მოსკოვი სპარსეთის ყურის რეგიონსა და იქ განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სადაზვერვო თანამგზავრულ მონაცემებს თეირანს გადასცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეზღვაურის გამო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები, მისი შეფასებით, „კიევის რეჟიმის ავანტიურებს“ უნდა დასრულდეს. ამავე განცხადების თანახმად, არაღჩიმ ლავროვს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის შესახებაც აცნობა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 260 სტატია.

  • POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებსიმედი
  • უკრაინამ Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად კონტრაქტები გააფორმაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონების თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონების თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

ფორმულა

საია: რაზმაძის „ფეისბუქ“ კომენტარისზე ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია

საია: რაზმაძის „ფეისბუქ“ კომენტარისზე ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია

ფორმულა

კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია

კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია

ფორმულა

შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

ფორმულა