მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად კონტრაქტები გააფორმა
უკრაინამ Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად კონტრაქტები გააფორმა

უკრაინამ Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად კონტრაქტები გააფორმა

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 23:58|bm.ge

უკრაინამ პარტნიორების დახმარებითა და ევროკავშირის სესხით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დაახლოებით 1 000 რაკეტის შესყიდვის კონტრაქტები გააფორმა.

როგორც ირკვევა, ამ სიახლის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ შეკვეთილი შეიარაღების ძირითადი ნაწილის მიწოდება მომდევნო წლებში დაიწყება. რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, მოსალოდნელი დაყოვნების გამო, კიევი მოელის, რომ მოკავშირეები საკუთარი მარაგებიდან რაკეტებს დაუყოვნებლივ გამოყოფენ. ამ მხრივ ხელისუფლებამ მხარდამჭერ სახელმწიფოებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკრაინული მხარე პარტნიორებს შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემას არ სთხოვს და ე.წ. გაცვლის სქემას სთავაზობს. ოფიციალური კიევი მოკავშირეებს მიღებული სამხედრო მასალების სანაცვლოდ სამომავლოდ ახალ გაუმჯობესებულ რაკეტებს დაუბრუნებს.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ქვეყანას დაუყოვნებლივ 300 Patriot-ის რაკეტა, 500 ე.წ. „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის ჭურვი და გადასატანი საზენიტო კომპლექსები ესაჭიროება. ამას გარდა, უპილოტო საფრენი აპარატების დასაფინანსებლად დამატებით $2 მილიარდია საჭირო, თავდაცვის ბიუჯეტის საერთო დეფიციტი კი $27 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სპეციალური გამონაკლისი დაამტკიცეს. ამ გადაწყვეტილებით უკრაინამ €90 მილიარდის ($104.4 მლრდ.) მოცულობის სესხის ფარგლებში Patriot-ის რაკეტების შეძენის უფლება მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიაფორმულა
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

BM.GE

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

BM.GE

Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

BM.GE

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

BM.GE