მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია
კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია

კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია

ფორმულა|formulanews.ge

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები მთლიანად სიყალბეზეა აგებული, მათ შორის, კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს. ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ სცადა კამპანიის აგორება ასეთ თემასთან დაკავშირებით, რაც არის სახელმწიფოებრივად ძალიან მგრძნობიარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს, ასეთი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს, მე შეიძლება, უბრალოდ ვარაუდებით ვისაუბრო და ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ყველაზე მარტივია ლოგიკურად მსჯელობა და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

ზოგადად, იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწროBM.GE
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

ფორმულა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა

ფორმულა

19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა