მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ის სენატორები რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ — Bloomberg
აშშ-ის სენატორები რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ — Bloomberg

აშშ-ის სენატორები რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ — Bloomberg

ფორმულა|formulanews.ge

ამერიკელმა სენატორებმა, ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას ანიჭებს, დამატებითი სანქციები დააწესოს ირანისა და რუსული ენერგორესურსების მთავარი იმპორტიორების მიმართ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ იზიარებს ამ ინიციატივას, რომლის ავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო. კანონპროექტის პროცედურული კენჭისყრა სამშაბათს, გვიან საღამოს არის დაგეგმილი. დოკუმენტი ახანგრძლივებს თეირანის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს და ცალკე რეგულაციებს უწესებს რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტიორებს.

ამ კვირაში წარდგენილი ტექსტის მიხედვით, დოკუმენტი სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს უფლებას, ტარიფებით დააბეგროს რუსული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთი უმსხვილესი მყიდველი. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება იმ ხუთ ქვეყანასაც, რომლებიც ყველაზე აქტიურად ეხმარებიან მოსკოვს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

გამოცემის შეფასებით, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ვაშინგტონის ისედაც არასტაბილური სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთსა და ინდოეთთან, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების უმსხვილეს მომხმარებლებს წარმოადგენენ.

სამშაბათს საღამოს, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ სენატორებთან გამართავს შეხვედრას, რომლებიც მხარს უჭერენ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

ფორმულა

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

ფორმულა

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ფორმულა

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

ფორმულა