მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი
მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

ფორმულა|formulanews.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის, დაკავებას ეხმაურება.

მიქელაძის შეფასებით, გიორგი ბარამიძის დაკავება ისტორიულ გადაცემაში გაკეთებული მოსაზრების გამო, რომელზეც მან ბოდიშიც მოიხადა, არის სამართლებრივი აბსურდი.

უფლებამცველის თქმით, პროკურატურის მხრიდან აპელირება, რომ ბარამიძის განცხადებამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი შელახა, არ არის სამართლებრივი კატეგორიის საკითხი.

"გიორგი ბარამიძემ რა თქვა ამის შინაარსობრივი და ისტორიული განხილვა ახლა გვერდზეა გადასადები.

ადამიანის დაპატიმრება 34 წლის წინანდელ ომზე ისტორიულ გადაცემაში გაკეთებული მოსაზრების გამო, რომელზეც მან ბოდიშიც მოიხადა, არის სამართლებრივი აბსურდი.

პროკურატურის მხრიდან აპელირება, რომ ამ განცხადებამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი შელახა, ასევე შექმნა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის საფუძველი და შელახა ვეტერანების ღირსება, არ არის სამართლებრივი კატეგორიის საკითხი. შეეძლოთ კონკრეტულ პირებს სამოქალაქო დავის ფარგლებში ცილისწამებისთვის ეჩივლათ ბარამიძისთვის. აპელირება იმაზე, რომ ამ განცხადების გამოყენება მოხდება საერთაშორისო იურიდიული პროცედურების დონეზე ასევე დაუსაბუთებელია. აფხაზეთის ომთან დაკავშირებით არანაირი საერთაშორისო იურიდიული პროცედურები არ მიმდინარეობს და იმ დროს ბარამიძე არ იყო გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა, რომ მის სიტყვას ასეთი წონა ჰქონდეს, რომ სამართლებრივი შედეგები შეცვალოს.

ამიტომ აზრის, თუნდაც უსაფუძვლო, სულელური, შეურაცხმყოფელი, მიუღებელი აზრის გამო ადამიანის დაპატიმრება არის წარმოუდგენელი გადახვევა სამართლებრივი ჩარჩოდან.

თან, ნახეთ, რა არის საბოტაჟის შემადგენლობა:

პირველი ელემენტი: საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.

მეორე ელემენტი: საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება.

მესამე ელემენტი: იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

რომელი ამ შემადგენლობიდან შეიძლება იყოს სახეზე, თეორიულადაც კი განსახილველ საქმეზე?

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ „საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულებს“ პროპაგანდისტულად „სამშობლოს ღალატი“ დაარქვეს 2025 წლის აპრილს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტი პოლიტიზაცია და პროპაგანდისტული ექსპლუატაცია მოხდეს.

როგორი ირონიულია და დაუჯერებელი, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური მმართველობა, რომელმაც საპარლამენტო კომისიის ფარგლებში თავად გადააფასა ჩვენი უახლესი ისტორია და ომის საკითხი და ინსტიტუციონალიზება გაუკეთა საკუთარი სახელმწიფოს ბრალეულობის აღიარებას", - წერს მიქელაძე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამართლებრივი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილშიიმედი
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის საქმე – იურისტის განმარტებანეტგაზეთი
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

ფორმულა

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ფორმულა

კოალიცია ცვლილებისთვის: ვიბრძოლებთ, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს

კოალიცია ცვლილებისთვის: ვიბრძოლებთ, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს

ფორმულა

POG: ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება

POG: ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება

ფორმულა