მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს
Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს

Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს

ფორმულა|formulanews.ge

Axios აშშ-ის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს უახლოეს დღეებში ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დაწყებას, თუმცა საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაუცია.

გამოცემა წერს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი საჰაერო კამპანია, რომელიც ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაუმიზნებს, მიზნად ისახავს ირანზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა თეირანი მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში აშშ-ის პირობებს დათანხმდეს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თავდასხმებში ისრაელის სამხედრო ძალებიც ჩაერთონ, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად მოხდება. ასეთი ესკალაცია, სავარაუდოდ, გამოიწვევს ირანის სარაკეტო თავდასხმებს ისრაელზე.

ამ შესაძლო დარტყმების შესახებ პირველად CBS News-მა და The Wall Street Journal-მა გაავრცელეს ინფორმაცია.

პარასკევს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებისას დონალდ ტრამპმა შესაძლო თავდასხმაზე მიანიშნა: "ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ და, საბოლოოდ, ისინი იტყვიან — მეტის ატანა აღარ შეგვიძლია."

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს აშშ ირანს, მით უფრო დასუსტდება ირანი და საბოლოოდ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა Axios-ს განუცხადა:

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე თქვა, შეერთებული შტატები გაიმარჯვებს და ირანს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბირთვული იარაღი არ ექნება."

აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ბოლო დღეებში ირანი ძალიან აგრესიულად მოქმედებდა.

ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი გაკვირვებული დარჩა, თუ რამდენად შორს იყო ირანი მზად წასულიყო ესკალაციის მიმართულებით.

ოფიციალური პირის განცხადებით:

ოთხშაბათს იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ირანმა რეგიონში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე დამატებითი იერიშებიც განახორციელა (დეტალები არ დაუკონკრეტებია). ხუთშაბათს ირანმა ასევე შეუტია კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გემებზე თავდასხმები გაგრძელდებოდა, აშშ საპასუხოდ ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, მათ შორის თეირანში მდებარე ობიექტებსაც, დაარტყამდა.

ირანის რევოლუციური გვარდიისთან დაახლოებულმა სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადება, რომლის მიხედვითაც: "თუ აშშ ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყამს, ეს სიგიჟის აქტი იქნება."

"ჩვენ მზად გვაქვს ფართომასშტაბიანი საპასუხო გეგმა, რომელიც მოიცავს დარტყმებს სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და რეგიონში მდებარე ამერიკულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, და მისი განხორციელებისთვის სრულად მზად ვართ."

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 186 სტატია.

  • "შეიძლება ირანში დავრჩეთ და მათი რესურსები მივითვისოთ" – ტრამპიBM.GE
  • POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებსიმედი
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი "კოალიცია ცვლილებისთვის" წერილს

ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი "კოალიცია ცვლილებისთვის" წერილს

ფორმულა

თურქეთში LGBTQ+ ჯგუფების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თურქეთში LGBTQ+ ჯგუფების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ფორმულა

სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ფორმულა

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა