მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს-ის ცნობით, დააკავეს პირები, რომელთაც ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ
სუს-ის ცნობით, დააკავეს პირები, რომელთაც ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ

სუს-ის ცნობით, დააკავეს პირები, რომელთაც ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ

ფორმულა|formulanews.ge

სუს-ის ცნობით, დააკავეს 2 პირი, რომელთაც ქარელისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეჰქონდათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება.

აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას",- ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

ფორმულა

სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ

სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ

ფორმულა

სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა

სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა

ფორმულა

შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე: ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა

შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე: ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა

ფორმულა