მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა

სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა

ფორმულა|formulanews.ge

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი წერს, რომ დღევანდელი დენის წასვლა უკავშირდება სახელმწიფო ენერგოსტიტემის მიერ "ენგურჰესის" აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიმდინარეობისაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება.

"მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია,

ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება", - წერს ის.

თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფოიმედი
  • “ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვინეტგაზეთი
  • გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნესBM.GE
  • "კანონიერი ქურდობის," "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის," "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის" ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნორუსთავი 2
წევრი →

მსგავსი სტატიები

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

ფორმულა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

ფორმულა

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ფორმულა

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

ფორმულა