მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა
რუსეთმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა

რუსეთმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2025 წლის 27 დეკემბერს მოეწერა და რომლის რატიფიცირების შესახებაც ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, დოკუმენტის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის ხელშეწყობა.

ფინანსური დახმარების სახსრები მიიმართება განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და კულტურის სფეროებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდაზე, ამასთან, „რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

ე.წ. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, 2026 წელს რუსული ფინანსური დახმარებიდან 6 მილიარდი რუბლის, ანუ დაახლოებით 74 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 4.5 მილიარდი რუბლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, 1.3 მილიარდი რუბლი საბიუჯეტო ინვესტიციებს, ხოლო 0.2 მილიარდი რუბლი ეკონომიკის დარგების მხარდაჭერას მოხმარდება.

ამავდროულად, დასრულდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირებაც, რომლის ფარგლებშიც პუტინმა აფხაზეთთან „სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმებაც დაამტკიცა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 300 სტატია.

  • პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენსიმედი
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

ფორმულა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

ფორმულა

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ფორმულა

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

ფორმულა