მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს
გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 01:10|bm.ge

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსსა“ და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბიზნესს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე ცვლილებას გულისხმობს მათ შორის, გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში გადაიხედება მომსახურების ტარიფები. იმ საქმიანობებზე კი, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს.

ასევე ზუსტდება პროცედურული ვადები როგორც სტანდარტულ, ისე დაჩქარებულ წარმოებებში. ამას გარდა, განისაზღვრება ნარჩენების აღდგენა-განთავსების წარმადობის დღე-ღამური მაჩვენებლები და კონკრეტდება „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნება. განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის საფასურის ანალოგიური იქნება (ამასთან, თავად მოსაკრებელი უცვლელი რჩება და 5 000 ლარს შეადგენს).

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სიახლეები ემსახურება როგორც გარემოსდაცვით ინტერესებს, ისე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და დაჩქარებულ პროცედურებზე ბიზნესის მხრიდან არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„ცვლილებები, რომლებსაც კანონმდებლობაში ვახორციელებთ, ერთი მხრივ, გარემოსდაცვით ინტერესებს ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებას. გასულ წელს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიზნესის მხრიდან დაჩქარებულ მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ გარემოსდაცვითი ინტერესები და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

BM.GE

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

BM.GE