მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდა
უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდა

უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას აღკვეთის ღონისძიების სახით 6 მილიონი გრივნის (დაახლოებით 134 000 აშშ დოლარი) ოდენობის გირაო შეუფარდა. სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა 13,1 მილიონ გრივნას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სტეფანიშინამ განაცხადა, რომ მას აღნიშნული თანხა არ გააჩნია და გირაოს დასაფარად სახსრების მოძიება მოუწევს, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

სტეფანიშინას წინააღმდეგ საქმე უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აღძრეს. გამოძიების ვერსიით, იგი ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებასა და დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანაში — კერძოდ, მან დეკლარაციაში არ ასახა კიევში მდებარე ორი ბინა, მათი რემონტისა და საცხოვრებლის იჯარის ხარჯები, Mercedes-ის მარკის ავტომობილით სარგებლობა, ასევე ავიაბილეთებისა და დედის მკურნალობის საფასური. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ყოფილი ელჩი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დასამალი არაფერი აქვს, ხოლო შექმნილი აჟიოტაჟი „ჭიქაში ქარიშხალს“ წააგავს.

ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის პოსტს 2025 წლის აგვისტოდან იკავებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი თანამდებობიდან 2026 წლის 3 აგვისტოს გაათავისუფლა. სტეფანიშინას განმარტებით, პოსტის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. დიპლომატიურ მისიამდე მას ეჭირა ვიცე-პრემიერის პოსტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო იუსტიციის მინისტრი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-თან ურთიერთობების მიმართულებით.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინესიმედი
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდა

რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდა

ფორმულა

ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს

ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს

ფორმულა

NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

ფორმულა

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

ფორმულა