მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი
მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ლოგისტიკურ ტექნოპარკ „სოფინოს“ ტერიტორიაზე და კაპოტნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით მასშტაბურ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვისკენ მიმავალი დრონების შეტევა მოიგერიეს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, 151 დრონი გაანადგურეს.

მონიტორინგის არხების ცნობით, დრონები მოსკოვისკენ ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ. კაპოტნის რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • მასშტაბური კიბერშეტევა ევროპის სუპერმარკეტებზე - ჰაკერებმა მაცივრების ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდესტვ პირველი
  • მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • ჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reutersნეტგაზეთი
  • 27-28 ოქტომბერს თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებსBM.GE
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალია

კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალია

ფორმულა

პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს

პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს

ფორმულა

კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია

კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია

ფორმულა

უნგრეთი კომუნისტური რეჟიმის აგენტების სახელებსა და სახელმწიფო უშიშროების არქივებს გაასაჯაროებს

უნგრეთი კომუნისტური რეჟიმის აგენტების სახელებსა და სახელმწიფო უშიშროების არქივებს გაასაჯაროებს

ფორმულა