მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია
NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

ფორმულა|formulanews.ge

თბილისში, 20 საბავშვო ბაღში გამოვლენილი ინტოქსიკაციის შემთხვევების შესწავლისას ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობის დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა ამ ეტაპზე კეთილსაიმედოა - არცერთ მათგანს მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არ მოჰყოლია, ბავშვების უმრავლესობა კი გამოჯანმრთელების ფაზაშია.

„კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

უწყების განმარტებით, ნოროვირუსს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება ახასიათებს. როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1–3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვისას მნიშვნელოვანია სითხის აღდგენა, კვების რეჟიმის დაცვა და მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის კი ცენტრი ხელების საპნით დაბანასა და დაბინძურებული ზედაპირების დამუშავებას ურჩევს.

ბაღებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, პირველივე ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთნენ.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე 20 საბავშვო ბაღში ინტოქსიკაციის ნიშნები 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს გამოუვლინდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას გულისხმობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შემთხვევაში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტინეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • TI: ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეცტვ პირველი
  • "სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?BM.GE
შემთხვევაში →

მსგავსი სტატიები

პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

ფორმულა

გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ფორმულა

ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა

ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა

ფორმულა