მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებმა რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისი კრახამდე მიიყვანა
Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებმა რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისი კრახამდე მიიყვანა

Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებმა რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისი კრახამდე მიიყვანა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინული დარტყმების კამპანიის შედეგად Wildberries-ის სულ მცირე 14 ლოგისტიკური ჰაბი დაიწვა, რამაც რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის ბიზნესმოდელი ფაქტობრივად ჩამოშალა. კომპანიამ, რომელიც ყოველწლიურად რუსეთის მშპ-ის 3%-ის ოდენობის საქონელს ყიდდა, რამდენიმე კვირაში სასწყობო სიმძლავრეების დაახლოებით 20% დაკარგა. ექსპერტების შეფასებით, პირდაპირმა დანაკარგმა შესაძლოა 100-დან 200 მილიარდ რუბლამდე მიაღწიოს, ხოლო ფინანსური კრახის თავიდან ასაცილებლად Wildberries-ს 1.3 ტრილიონი რუბლის ოდენობის ვალის აღება დასჭირდება.

The Bell-ის ინფორმაციით, ათასობით გამყიდველის წასვლისა და ასობით მილიარდი რუბლის ღირებულების საქონლის განადგურების გამო, მარკეტპლეისის ბრუნვა უკვე მეოთხედით შემცირდა. ამან ტატიანა კიმის ბიზნეს-იმპერიის მთავარი ფინანსური მექანიზმი დააზიანა: კომპანია თანხას მყიდველისგან მყისიერად იღებდა, ხოლო გამყიდველებს კვირების შემდეგ ურიცხავდა, რაც საბრუნავ კაპიტალში უზარმაზარ ფულად ნაკადებს ტოვებდა. ბრუნვის ვარდნასთან ერთად, ეს ფინანსური პირამიდა ჩამოშლის პირასაა, ხოლო გამყიდველებისთვის თანხების დაგვიანება მთლიან სექტორში ჯაჭვურ ლიკვიდურობის კრიზისს ქმნის.

მარკეტპლეისის გადასარჩენად, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ჩარევა გახდება საჭირო. Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის მთავრობა გამყიდველებისთვის საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდირებულ კრედიტებს ამზადებს, ხოლო თავად Wildberries-ს შესაძლოა „რუსეთის ფოსტის“ საწყობებით სარგებლობის ნება დართონ. თუმცა, კომპანიისთვის შეღავათიანი სესხების გამოყოფას ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი ართულებს — წლის პირველ ნახევარში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 5.7 ტრილიონ რუბლს მიაღწია, წლის ბოლოსთვის კი, ცენტრალური ბანკის შეფასებით, მან შესაძლოა 8 ტრილიონ რუბლს ($98 მილიარდს) გადააჭარბოს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 298 სტატია.

  • NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყოიმედი
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე

ზელენსკი: დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე

ფორმულა

ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს

ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს

ფორმულა

POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

ფორმულა

17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა

17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა

ფორმულა