მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი
POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში კაცი ავტომობილით გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 2-მა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მკურნალობენ.

მომხდარზე გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო, 1 პირს ბრალი წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანრმთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

დანაშაული 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ფორმულა

ევროკომისარი მარტა კოსი: მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერობენ

ევროკომისარი მარტა კოსი: მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერობენ

ფორმულა

„ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკი

„ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკი

ფორმულა

„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება

„ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყება

ფორმულა