მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: რეიტინგები მეტყველებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა
კობახიძე: რეიტინგები მეტყველებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

კობახიძე: რეიტინგები მეტყველებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

ფორმულა|formulanews.ge

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის, ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება. მკვლელობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვლელობის სტატისტიკა. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვაBM.GE
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობასიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

POG: ჩალაუბანში ავტომობილი გაჩერებულ მანქანას და მოქალაქეებს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი

ფორმულა

17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა

17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: №21 - ორი საქართველო - და გათიშული 112 - სიმბოლოების კვირა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: №21 - ორი საქართველო - და გათიშული 112 - სიმბოლოების კვირა

ფორმულა

ვიდეოზარით საუბრისას, არასრულწლოვანს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას - დააკავეს 1 პირი

ვიდეოზარით საუბრისას, არასრულწლოვანს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას - დააკავეს 1 პირი

ფორმულა