მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული
კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული

კალაძე: სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული

ფორმულა|formulanews.ge

საქართველო] აბსოლუტურად მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას - რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და დახარჯოს ფული, ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს, არავინ შეზღუდული არ არის, მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში გაკეთდეს, - ასე გამოეხმაურა ახა კალაძე სუს-ში საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში უარყოფითი გარემოა რუსი ტურისტებისთვის“.

„იმ ტიპის განცხადებები, თუნდაც, ის რაც სოციალურ ქსელში გაჩნდა და ვნახე ბოტების მიერ შექმნილი, რომელიც შემდეგ, ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რუსულენოვანმა ხალხმა და არამხოლოდ რუსებზეა საუბარი, არამედ, ვინც რუსულად საუბრობს, ეს ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა. ეს ყველაფერი ვიცით, რატომ კეთდება, ქვეყანას ებრძვიან, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდეს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე დააზიანონ. ის, რომ ტურისტი საქართველოში არ ჩამოვა და ფულს არ დახარჯავს, კაფეში არ შევა, ბარში არ შევა, ამით ვინ დაზარალდება? ისევ ქართველი და ისევ ჩვენი ეკონომიკა. ზუსტად ამისკენაა მიმართული, რასაც ჩვენ ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვხედავთ და ვისმენთ. პირიქით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ეს რეალობაა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია, არავინ არავის ერჩის. ნახეთ, დიდ ევროპულ ქალაქებში რა მდგომარეობაა და რა გამოწვევების წინაშე დგანან. ქვეყანა აბსოლუტურად მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას - რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და დახარჯოს ფული, ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს, არავინ შეზღუდული არ არის, მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში გაკეთდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. სუს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვსტვ პირველი
  • „დაველოდოთ მოკვლევას“ — კალაძე ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლაზენეტგაზეთი
  • საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები - კახა კალაძეBM.GE
  • კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატაიმედი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

ფორმულა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

ფორმულა

თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი

თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი

ფორმულა