მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს
„ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

„ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

ფორმულა|formulanews.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დასაცავად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას გეგმავს, რომელსაც პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენენ.

საკითხზე საუბრისას გორდულაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობები მიმდინარეობს:

„ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ, განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ; და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება“.

აღნიშნული განცხადება არჩილ გორდულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. ცნობისთვის, 30 ივლისს დაფუძნებულ ჯგუფში მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია შედიან. ისინი მმართველი პარტიისგან ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ღირებულებების დამცავი კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?იმედი
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ" - პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზერუსთავი 2
ოცნების →მუშაობს →

მსგავსი სტატიები

პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხა

პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხა

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში ჩავიდა — დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში ჩავიდა — დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები

ფორმულა

პროკურორის თქმით, ნია იმნაძე ფარულ ჩანაწერში გაბაშვილის დანაშაულს ეთანხმება

პროკურორის თქმით, ნია იმნაძე ფარულ ჩანაწერში გაბაშვილის დანაშაულს ეთანხმება

ფორმულა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყება ბარამიძის საქმეზე გამოძიებას ეხმაურება

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყება ბარამიძის საქმეზე გამოძიებას ეხმაურება

ფორმულა