მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?

იმედი|imedinews.ge

ქართულ ოცნებას გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?, - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „როგორ შეგიძლიათ აგვისტოს ომზე ისაუბროთ ისე, რომ რუსეთზე არაფერი თქვათ და ისაუბროთ ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე?“

მისივე თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მათი ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რომ დავუბრუნდეთ, გადახედეთ, ბოლო გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვასწორეთ წლების განმავლობაში და ღირსება დავუბრუნეთ მათივე მხრიდან ღირსებააყრილ ჩვენ ჯარისკაცებს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ეს იცის ყველამ. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თუ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, ერთი პირობით - პირველი საკითხი უნდა იყოს დეოკუპაცია და დეოკუპაციის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად.

როდესაც სტრასბურგს აგვისტოს ომთან მიმართებით მიხსენებ, ვინც მესიჯი მოგწერა ეს კითხვა დაუსვიო, უნდა უთხრა იმას, რომ ეს ჩვენთვის - ნაციონალურ მოძრაობისთვის წამგებიანი პოზიციაა და აღარ დამასმევინოთ ეს კითხვა-თქო. ყველამ უნდა ამობეჭდოთ ის რეზოლუცია, როგორ გაყიდეთ ჩვენი ქვეყანა, როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს. წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, მათ შორის გადამალული საბრძოლო მასალის ნაწილების შესახებ, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დამალული.

ქართულ ოცნებას გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ის ღალატი, რომელიც ამ უსამშობლოებმა სხვადასხვა ინსტიტუციაში გააფორმეს, ამას წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე [არ ვსაუბრობთ] რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? სირცხვილია ამ კითხვის დასმა. როგორ დადგა ეს შედეგები? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება? ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას. ყოველდღე და ყოველ წუთს ყიდის თქვენი პარტია სამშობლოს. 2008 წელს სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში ოკუპანტი შემოვიდა და ჩვენი დების და ძმების სისხლი დაღვარეს. ამ ყველაფერს კი სათავეში კოლექტიური ნაცმოძრაობა ედგა“, - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ" - პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზერუსთავი 2
  • „ქართული ოცნების“ მიმდინარე კვირის საკადრო ცვლილებები - ქრონოლოგიაBM.GE
ოცნების →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა

DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

იმედი

ირაკლი კირცხალია: უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო. ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

იმედი