მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხა
პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხა

პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხა

ფორმულა|formulanews.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის გამოკითხვა დასრულდა. კობალაძის თქმით, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა საბრძოლო მოქმედებების დროს შემხებლობა ბარამიძესთან და რომელ პოზიციებზე გამოირჩეოდა ის „სიჩაუქითა და თავგანწირვით“.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ ჩვენება ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მისცა, რადგან ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ „ვიღაცის ბოდიალის გულისთვის“ ვეტერანები მკვლელებად წარმოჩნდნენ:

„ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა რუსული წესრიგის მატარებელია ოკუპანტის ჯარი და რა სტანდარტებს და წესრიგს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ვიგუებთ და შევეგუებით იმ აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის ჩვენ გამოვიდეთ მკვლელები და ვიღაც მოკლულის ოჯახის წევრები. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ვიყავით დაბარებული, აღძრულია საქმე. აინტერესებდათ, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ საბრძოლო პოზიციებში გამოირჩა ის თავისი სიჩაუქით და თავგანწირვით.

ჩვენება მივეცი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით იმიტომ, რომ გუშინაც, დღესაც მე, ფაქტობრივად, მიწევს საუბარი ჩემს თანამებრძოლებთან, ვეტერანებთა და ვეუბნები, რომ ანგარიშსწორება არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში“.

პროკურატურამ გამოძიება საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეები არ აჰყავდა და მათ ხვრეტდნენ. მოგვიანებით ბარამიძემ განმარტა, რომ მისი ჩასვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა, რამაც 200 ქართველი ტყვის გაცვლა გახადა შესაძლებელი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
  • ეკა კუპატაძე: ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინესიმედი
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღო

ფორმულა

თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართა

თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართა

ფორმულა

„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი“ — გმირთა მოედანზე საპატიო მსვლელობა გაიმართა

„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი“ — გმირთა მოედანზე საპატიო მსვლელობა გაიმართა

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში ჩავიდა — დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში ჩავიდა — დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები

ფორმულა