მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე აგვისტოს ომზე: ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს
კობახიძე აგვისტოს ომზე: ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს

კობახიძე აგვისტოს ომზე: ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ომის დაწყებაში "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ადანაშაულებენ", თუმცა "რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და „რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს"

"ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება", - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადიმედი
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

რუსეთის საგარეო აგვისტოს ომზე: რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს

ფორმულა

კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადი

კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადი

ფორმულა

ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი

ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი

ფორმულა

საგარეო აგვისტოს ომზე: საქართველო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას

საგარეო აგვისტოს ომზე: საქართველო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას

ფორმულა