მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბელგოროდზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავდა 13 ადამიანი
ბელგოროდზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავდა 13 ადამიანი

ბელგოროდზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავდა 13 ადამიანი

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ შუვაევის განცხადებით, ქალაქ ბელგოროდზე უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, თავდასხმა 9 აგვისტოს ღამით მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ქალაქის რამდენიმე უბანში ხანძარია დაფიქსირებული. არსებული ცნობებით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები.

დამოუკიდებელი რუსული Telegram-არხი ASTRA წერს, რომ ბელგოროდში მდებარე სავაჭრო ცენტრი „ავტოგრადი“ ნაწილობრივ განადგურდა. გამოცემის ცნობით, დაზიანებულ სამ შენობას შორის, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) რეგიონული შტაბი მდებარეობს.

კიდევ ერთი დაზიანებული შენობა ბელგოროდის თბოელექტროსადგურიდან დაახლოებით 600 მეტრში მდებარეობს.

თავდასხმის სამიზნე ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, უკრაინის სამხედრო უწყებას კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბელგოროდი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს - ქალაქიდან უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრამდე დაახლოებით 34 კილომეტრია, ხოლო ხარკოვამდე დაახლოებით 70 კილომეტრი.

იერიშს წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე ინტენსიური სარაკეტო და დრონებით შეტევები. 8 აგვისტოს ღამით რუსეთის თავდასხმას კიევის ოლქში ოთხი ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადა

შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადა

ფორმულა

შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია

შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია

ფორმულა

რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ფორმულა

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ფორმულა