მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ
ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელგრადში იმყოფება, სადაც ქვეყნის ლიდერს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.

სერბეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგრადი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდება, თუმცა ბელგრადი კიევს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას გაუწევს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაეროს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს.

გვსურს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი რაც შეიძლება მალე გახსნას და დახუროს, რადგან ეს უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის სურვილია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არც აქამდე გვქონია და არც მომავალში გვექნება. პირიქით, ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სერბეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. პარალელურად, უკრაინის ლიდერმა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებსა და ამერიკასთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდაიმედი
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

ფორმულა

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

კოალიცია ცვლილებისთვის:ვგმობთ კობახიძის განცხადებას, შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები

ფორმულა

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს

ფორმულა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სიზრანის ნავთობქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

ფორმულა