მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია
შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია

შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანია

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავაიმედი
  • ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინაBM.GE
  • ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადა

შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადა

ფორმულა

ბელგოროდზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავდა 13 ადამიანი

ბელგოროდზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავდა 13 ადამიანი

ფორმულა

რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ფორმულა

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ვუჩიჩი: ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ფორმულა