მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

ფორმულა|formulanews.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მისი გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სამაგალითოდ დასჯასა და პროდასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება.

2026 წლის 10 ივლისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა) და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალებით დადასტურებულია სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა, რაც თავად ელისაშვილმაც აღიარა, თუმცა TI-ში განმარტავენ, რომ განაჩენის მთავარი სამართლებრივი პრობლემა ქმედების არასწორ კვალიფიკაციაში მდგომარეობს.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა — კერძოდ, მოსახლეობის დაშინება, ხელისუფლების იძულება თუ სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაცია. TI-ის შეფასებით, პოლიტიკური პროტესტი და უკმაყოფილება დანაშაულის მოტივია და არა ტერორისტული მიზანი.

შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რის გამოც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ალექსანდრე ელისაშვილს ევროსაბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მას საკუთარ სიაში შეიყვანს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს

იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფორმულა

გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

ფორმულა

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

ფორმულა