
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
ფორმულა|formulanews.ge
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს დილით სხვადასხვა ქალაქიდან მიღებული მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 254-ს შეადგენს.
ყველაზე მეტი ადამიანი პერეირასა და კალში დაიღუპა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენას კვლავ ცდილობენ.
მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოკოს რეგიონში, სადაც ეპიცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებების ნაწილს ელექტროენერგია და სხვა აუცილებელი სერვისები კვლავ არ მიეწოდება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge