
ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობს
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი, საქართველო-ავღანეთის სავაჭრო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის პერსპექტივას ეხმაურება. დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალი შესაძლოა მომავალში ავღანეთის სავაჭრო ქსელის შემადგენელ ნაწილად იქცეს.
13 აგვისტოს ირანის საელჩოს ოფიციალურ $Facebook$-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ელჩი აღნიშნავს, რომ საკითხი „ავღანელ მეგობართან და წარმატებულ ბიზნესმენთან“ შეხვედრის შემდეგ გაანიხილა. მისი შეფასებით, პაკისტანთან არსებული დაძაბული ურთიერთობებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ავღანეთი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების ძიებაშია, სადაც საქართველოს ჩართვას სერიოზული პერსპექტივა გააჩნია.
თუმცა, ელჩის მიერ მოყვანილი ეკონომიკური მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკას აცდენილია. სეიედ ალი მოჯანის მტკიცებით, საქართველომ 2024 წელს ავღანეთში 30.5 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაყიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) მონაცემები კი საპირისპიროს მოწმობს — 2021 წლიდან დღემდე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოდან ავღანეთში ჯამში 60 ავტომობილიც კი არ გაყიდულა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge