მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა
ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ფორმულა|formulanews.ge

"ძლიერი საქართველო - ლელო" განცხადებას ავრცელებს, რომელიც აფხაზეთის ომის 34-ე წლისთავს ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია სწორედ 1992 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა.

"1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, საქართველოში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა - ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იგერიებს სამხედრო აგრესიას, რომლის მიზანი ქვეყნის დანაწევრება და მისი სუვერენიტეტის შეზღუდვაა.

2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია სწორედ 1992 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა.

კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს. ეთნიკური წმენდის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევებულ დევნილთა დაბრუნებას კი ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერა აქვს. მათი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია ე.წ. "არაღიარების" პროცესის წარმატებაც.

ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად, საქართველოს მეგობრებს მტრებად აცხადებს, ხოლო რუსეთს ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ, კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

სისტემატური ანტიევროპული კამპანია, რომელიც უკანასკნელ დღეებში გავრცელდა 2008 წელს ევროკავშირის ეგიდით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზეც, აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის მიერ ამ შეთანხმების კრიტიკა მიგვაჩნია მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც დღეს ერთადერთი მოქმედი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ მმართველი რეჟიმი სახიფათო ახალ ეტაპზე გადავიდა იმ მიზანმიმართულ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, უკვე წლებია აქტიურად აწარმოებს.

ამიტომ დღეს, როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს აფხაზეთში, საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების თარიღს, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ემსახურება რუსეთის დღის წესრიგს. ამ განცხადებებსა და ქმედებებს აუცილებლად მიეცემა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, როდესაც ქართველი ხალხი აღადგენს დემოკრატიას, დაიბრუნებს ძალაუფლებას არჩევნების გზით და ივანიშვილის რეჟიმს ეროვნული ხელისუფლებით ჩაანაცვლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ფორმულა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

ფორმულა