მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა რომელსაც არ ქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბასი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16 მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.

სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავესიმედი
  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორიაBM.GE
  • 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავარუსთავი 2
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ფორმულა

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ფორმულა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

ფორმულა