
რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ტურისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს
ფორმულა|formulanews.ge
რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, დრონის ნამსხვრევები მაშველებმა შენიშნეს. შემოწმების ჩატარების შემდეგ ტურისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge