
რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
ფორმულა|formulanews.ge
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა სამრეწველო საწარმოზე განხორციელდა.
"მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ", - თქვა სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი "პროგრესი" იყო.
"პროგრესის" სიახლოვეს მდებარეობს ქარხანა "ავიაკორი", რომელიც რუსული თვითმფრინავების შეკეთებას და მოდერნიზაციას ახორციელებს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge