მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მერიამ თბილისის ქუჩების დატბორვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მერიამ თბილისის ქუჩების დატბორვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

მერიამ თბილისის ქუჩების დატბორვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" მერია განცხადებას ავრცელებს თბილისის ქუჩების დატბორვასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

"დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

"თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222", - ნათქვამია განცადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილსიმედი
  • თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირიBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა

ფორმულა

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ტურისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ტურისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს

ფორმულა

POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ლელო: 2008-ში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია 1992-ში დაწყებული აგრესიის გაგრძელებაა

ფორმულა