მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფარტენაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

„კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. მან 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. გარდა ამისა, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა“, — აცხადებენ შსს-ში.

ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი ადვოკატი თემურ ქავშბაიაც ავრცელებს. მისი თქმით, დაკავება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოხდა.

„კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი. ამ დროისთვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა იგი ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის დროებითი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ“, — წერს ადვოკატი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავესBM.GE
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავაიმედი
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდა

საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდა

ფორმულა

გურჯაანში 60 წლის მამაკაცი ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

გურჯაანში 60 წლის მამაკაცი ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

ფორმულა

ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარადგენს

ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარადგენს

ფორმულა

ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანია

ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანია

ფორმულა