მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს
ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს

ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობს

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 20:58|tvpirveli.ge

ყველაფერი სიცრუეა - ასე პასუხობს ძალადობაში მხილებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "პირველების" კითხვას.

იოსებ სიგუა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. პოლიციელი შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს.

მისი ყოფილი მეუღლის განცხადებით, სიგუას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლა თანამდებობაზე დასაბრუნებლად უნდა. საბოლოო განაჩენს სასამართლო 13 აგვისტოს გამოაცხადებს.

არც სამაჯური მაქვს და არაც შემაკავებელი. ყველანაირი ბრალდება აბსურდულია. ამ ეტაპზე არაფრის [ძალოვან სტრუქტურაში დაბრუნების] სურვილი არ მაქვს"- თქვა სიგუამ.

სოფიო სიგუა ამბობს, რომ შემაკავებელმა ორდერს ვადა გუშინ ამოეწურა, რის შემდეგაც იოსებ სიგუამ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნა იქნება.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავესრუსთავი 2
  • პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • შსს: გლოვოს კურიერზე ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათგან 2 არასრულწლოვანიაფორმულა
  • ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინაBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპი

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპი

ტვ პირველი

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძე

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძე

ტვ პირველი

ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ

ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ

ტვ პირველი

რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

რუსული დრონების სკანდალი: რატომ დააკავეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

ტვ პირველი