
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილი 4 ადამიანს დაეჯახა - 1 გარდაიცვალა
ფორმულა|formulanews.ge
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი ტროტუარზე იდგნენ. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge