
ტრამპი: თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას დავბომბავთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომანზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ის ხელს შეუშლის ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე "ძალისხმევას" და აშშ-ირანის მოლაპარაკებებს.
"თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას დავბომბავთ", - თქვა ტრამპმა.
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის 60-დღიანი ვადა დღეს დასრულდა, ომის დასრულების კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა.
ტრამპმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნავთობის ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებაც არის.
ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირი კავშირი დაამყარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, მაგრამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge